უკანდაბრუნების პოლიტიკა

  1. gardening.ge- ზე პროდუქტის ამოცვლის ან უკან დაბრუნების პირობები:

1.1. gardening.ge პროდუქტის უკან დაბრუნების ან ამოცვლის პოლიტიკის გათვალისწინებით, გაძლევთ შესაძლებლობას პროდუქტის მიღებისას აღმოჩენილი წუნის შემთხვევაში პროდუქტი უკან დააბრუნოთ ჩვენივე კურიერის საშუალებით.

  1. პროდუქტის დაბრუნების ან შეცვლის წესი:

2.1. პროდუქტის დაბრუნების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ წინასწარ დაუკავშირდეთ კომპანია შპს gardening.ge-ს sales@gardening.ge და აცნობოთ პროდუქტის დაბრუნების შესახებ;

2.2. პროცესის ინიცირებისათვის საჭიროა კომპანიას აცნობოთ დასაბრუნებელი პროდუქტის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები, შეკვეთის ნომერი, შეკვეთის თარიღი, შეკვეთის მიღების თარიღი და დაბრუნების მიზეზი (შესაძლებელია საჭირო გახდეს პროდუქტისა და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ფოტოს ატვირთვა და გამოგზავნა ელ. ფოსტის მისამართზე: sales@gardening.ge )

2.3. პროდუქტის დაბრუნების/შეცვლის პოლიტიკა მოქმედებს პროდუქტის მიღებისას.

2.4. თუ პროდუქტს და პროდუქტის თანმხლებ ნაწილებს/დოკუმენტებს აღენიშნებათ რაიმე სახის ცვლილება, gardening.ge უფლებას იტოვებს ეჭვქვეშ დააყენოს მისი ნამდვილობა და შესაბამისად, პროდუქტის დაბრუნების პროცედურა შეაჩეროს მოკვლევითი და დიაგნოსტიკური სამუშაოების ჩატარებამდე, რაც შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 10 სამუშაო დღისა. მოკვლევისა და დიაგნოსტირების შედეგების საფუძველზე gardening.ge უფლებამოსილია გააგრძელოს ან შეწყვიტოს პროდუქტ/ებ/ის დაბრუნების/შეცვლის პროცედურა.

2.5. პროდუქტის დაბრუნებას (ტრანსპორტირებას) უზრუნველყოფს gardening საკუთარი ან/და სატრანსპორტო მომსახურე ქვეკონტრაქტორის საშუალებით, მოთხოვნის განთავსებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა.

2.6. პროდუქტის დაბრუნების/შეცვლის დროს პროდუქტს უნდა ახლდეს შეძენის დროს გადაცემული ყველა თანმხლები კომპონენტი და დოკუმენტი.

2.7. პროდუქტის დაბრუნება წინამდებარე წესების გათვალისწინებით შესაძლებელია თუ:

2.7.1. პროდუქტი არ შეესაბამება შეკვეთას ან ვებ-გვერდზე განთავსებულ ტექნიკურ მახასიათებლებს;

2.7.2. პროდუქტს აქვს წუნი რომელიც ფოტოზე არ ჩანდა;

2.7.3. პროდუქტი დაზიანებულია ტრანსპორტირების პროცესში;

2.7.4. მიწოდების შეთანხმებული დრო დაირღვა gardening.ge -ს მხრიდან;

2.8. პროდუქტის დაბრუნება ზემოთ ჩამოთვლილი პირობებისგან დამოუკიდებლად შესაძლებელია თუ:

2.8.1. პროდუქტის ქარხნული შეფუთვა გაუხსნელია, დაუზიანებელია ან;

2.8.2. თუ პროდუქტის ქარხნული შეფუთვა გახსნილია და დიაგნოსტირების შედეგად დადგინდა, რომ მომხმარებლის მიერ დასაბრუნებელ პროდუქტს შენარჩუნებული აქვს ყველა ფუნქციონალური მახასიათებელი და არ შეინიშნება ვიზუალური ხარვეზი.

  1. ანაზღაურების წესი:

3.1. gardening.ge, მომხმარებლის მიერ შეძენილი პროდუქტის დაბრუნების სურვილის შემთხვევაში იღებს ვალდებულებას მომხმარებელს აუნაზღაუროს მომხმარებლის მიერ პროდუქტში გადახდილი თანხის:

3.1.1. 100%, იმ შემთხვევაში თუ: პროდუქტის ქარხნული შეფუთვა გაუხსნელია, დაუზიანებელია და თან ახლავს შეძენის დროს გადაცემული ყველა თანმხლები კომპონენტი და დოკუმენტი.

3.1.2. 100% იმ შემთხვევაში თუ პროდუქტს აქვს ქარხნული წუნი ან პროდუქტი არ შეესაბამება შეკვეთას/ან ვებ-გვერდზე განთავსებულ ტექნიკურ მახასიათებლებს ან პროდუქტი დაზიანებულია ტრანსპორტირების პროცესში და თან ახლავს შეძენის დროს გადაცემული ყველა თანმხლები კომპონენტი და დოკუმენტი.

3.1.3. 90-100%-მდე იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტის ქარხნული შეფუთვა გახსნილია და დიაგნოსტირების შედეგად დადგინდა, რომ მომხმარებლის მიერ დასაბრუნებელ პროდუქტს შენარჩუნებული აქვს ყველა ფუნქციონალური მახასიათებელი და არ შეინიშნება ვიზუალური ხარვეზი, და ასევე თან ახლავს შეძენის დროს გადაცემული ყველა თანმხლები კომპონენტი და დოკუმენტი;

3.1.5. თუ დიაგნოსტირების შედეგად დადგინდა, რომ მომხმარებლის მიერ დასაბრუნებელ პროდუქტს არ აქვს შენარჩუნებული ყველა ფუნქციონალური ან/და ვიზუალური მახასიათებელი ან/და არ ახლავს შეძენის დროს გადაცემული ყველა თანმხლები კომპონენტი და დოკუმენტი gardening.ge უფლებას იტოვებს არ დაიბრუნოს პროდუქტი და შესაბამისად, არ დააბრუნოს პროდუქტში გადახდილი თანხა.

3.2. თანხის დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ იმავე საბანკო ბარათზე, რომლითაც მოხდა გატარება (ყიდვა).

3.3. gardening.ge მომხმარებელს შეძენილი პროდუქტის ღირებულებას, წინამდებარე მუხლით დადგენილი წესითა და ოდენობით, აუნაზღაურებს 15 სამუშაო დღის ვადაში.

  1. ტრანსპორტირების მომსახურების ღირებულების ანაზღაურების წესი:

4.1. gardening.ge მომხმარებლის მიერ პროდუქტის დაბრუნებისას/შეცვლისას ანაზღაურებს ტრანსპორტირების მომსახურების ღირებულებას, იმ შემთხვევაში, თუ:

პროდუქტი არ შეესაბამება შეკვეთას/ან ვებ-გვერდზე განთავსებულ ტექნიკურ მახასიათებლებს;

პროდუქტს აქვს ქარხნული წუნი;

პროდუქტი დაზიანებულია ტრანსპორტირების პროცესში;

მიწოდების შეთანხმებული დრო დაირღვა gardening.ge-ს მხრიდან;

4.2. ყველა სხვა შემთხვევაში, ტრანსპორტირების მომსახურების ღირებულებას ანაზღაურებს მომხმარებელი.

პროდუქციის დაბრუნება/შეცვლის პროცედურა:

5.1. იმ შემთხვევაში, თუ დაბრუნების ინიცირება მიტანისთანავე მყისიერად მოხდება მომხმარებლის მხრიდან, შემთხვევა ფიქსირდება საინფორმაციო ცენტრში sales@gardening.ge და კურიერს ეძლევა დასტური პროდუქტის წამოღებაზე;

5.2. პროდუქციის მიღებიდან 3 კალენდარული დღის განმავლობაში მომხმარებელს შეუძლია დააფიქსიროს მოთხოვნა პროდუქციის დაბრუნებაზე;

5.3. პროდუქტის მიღებიდან 3 კალენდარული დღის შემდეგ დაფიქსირებული ქარხნული წუნის შემთხვევაში, მომხმარებელმა უნდა იმოქმედოს შესაბამისი საგარანტიო პირობებით.

პროდუქციის შეცვლის ვადები:

6.1. პროდუქციის შეცვლის მოთხოვნის დადასტურების შემთხვევაში, მომხმარებელს დაბრუნებული პროდუქტის იდენტური პროდუქტი მიეწოდება 3-10 სამუშაო დღის განმავლობაში.