ზამიოკულკასს ხშირად ეძახიან ZZ მცენარესაც, რადგან მოყვანილობით ჩამოგავს ლათინურ Z ასოს, ასევე ცნობილია მისი სამშობლოს სახელით – ზანზიბარის ძვირფასი თვალით, იშვიათად ზუზუ მცენარეს ან ზურმუხტის პალმას ეძახიან.
ის პირველად აღწერეს 1829 წელს აღწერეს, თუმცა კომერციულად გაზრდა მხოლოდ 1996 წელს დაიწყეს
ზამიოს ფესვები სინამდვილეში ფესურებია (მიწისქვეშა ყლორტები) სადაც წყალს აგროვებს და რის გამოც მშვენივრად უმკლავდება გვალვას. ამიტომ ის უნდა მორწყოთ მხოლოდ მაშინ როცა მიწა გამოუშრება. თუ მას ფოთლები უგრძელდება – ესეიგი მზის სინათლე აკლია, ოღონდ მხოლოდ სინათლე და არა პირდაპირი მზე.
ზამიოკულკასი მალავის ტრადიციულ მედიცინაშიც გვხვდება, სადაც ტანზანიის მთების ტომები მისი ფოთლების წვენს ყურის ტკივილის გასაყუჩებლად ხმარობენ.
ზამიოკულკასი ასევე მშვენიერი ჰაერის მფილტრავია, კოპენჰაგენის უნივერსიტეტის კვლევამ ლაბორატორიულ გარემოში აჩვენა რომ მცენარემ ეფექტურად გააქრო ჰაერიდან ბენზოლი, ტოლუოლი, ეთილბენზოლი და ქსილოლი,
ზამიოკულკასი თავისი უჩვეულო სილამაზის გამო, ბოლო დროის ჰიტია ინტერიერის დიზაინში და ის უდაოდ მხოლოდ ყველაზე დახვეწილი და თანამედროვე გემოვნების მქონე პატრონებს გამოადგებათ.