საშობაო ვარსკვლავი

18

არ არის მარაგში

არტიკული: კატეგორია:

შობის ვარსკვლავი, იგივე პოინსეტია ან პოინსეტა წარმოშობით მექსიკიდანაა, ის ევროპაში პირველად 1834 წელს მოხვდა და მაშინვე მოიპოვა პოპულარობა რადგან საშობაო დეკორაციებში გამოიყენება.

მისი სახელი მოდის ჯოელ რობერტს პოინსეტისგან, რომელიც აშშ-ს პირველი წარმომადგენელი იყო მექსიკაში და სწორედ მან გააცნო აშშ-ს ეს ყვავილი 1820 წელს.

იდეაში შობის ვარსკვლავი ბუჩქი ან მცირე ხეა, ის ერთ-ერთი გამონაკლისი მცენარეა რომელიც უვნებელია შინაური ცხოველებისთვის, თუმცა შესაძლოა გულისრევა მაინც გამოიწვიოს.

შობის ვარსკვლავს ამრავლებდნენ აცტეკების ტომში, როგორც ტრადიციულ სამედიცინო საშუალებას. ახლა კი როცა შობის დღესასწაულთან გახდა ასოცირებული აშშ-ში ყოველწელს 70 მილიონზე მეტი პოინსეტა მოყავთ.

შობის დღესასწაულთან ამ ყვავილის დაკავშირება მე-16 საუკუნიდან დაიწყო მექსიკაში, სადაც ლეგენდის მიხედვით ცხოვრობდა გოგონა სახელად პეპიტა ან მარია, ის ძალიან ღარიბი იყო ამიტომ შესაწირად იესოს შობისთვის ძვირფასი საჩუქარი ვერ იყიდა, მას ანგელოზი გამოეცხადა და აცნობა რომ გზის პირას ჩვეულებრივი ბალახი შეეგროვებინა და საკურთხეველთან მიეტანა, სწორედ ამ ჩვეულებრივი ბალახიდან სასწაულებრივად აღმოცენდა პოანსიტები. მისი ვარსკვლავის ფორმა სიმბოლურად ბეთლემის ვარსკლავს გამოხატავს, ხოლო წითელი ფერი – იესოს ჯვარცმას. სწორედ ამიტომ ეწოდება საშობაო ვარსკვლავი,