მიულენბეკია

25

ახალი-ზელანდიის პლაჟების ხვიარა

არ არის მარაგში

არტიკული: კატეგორია:

მიულენბეკია (ჩახლართული) – ფოთოლმცვენი ბუჩქოვანი მცენარეა ახალი ზელანდიიდან, ის პატარ-პატარა, მწვანე ფერის ფოთლებით გამოირჩევა. ზამთარში მას სიწყნარის პერიოდი აქვს და ნაწილობრივ ფოთოლცვენას ახდენს, ხოლო ყვავილობისას პატარ-პატარა თანაყვავილედს გამოიმუშავებს.

საკმაოდ კარგად იტანს ჩრდილს და პირიქით – კაშკაშა მზე არ მოსწონს, ის შეიძლება ჩამოკიდოთ ქოთნით (ჩვენსას მოყვება ასეთი საკიდიანი ქოთანი) ან პირიქით – აუშვათ რაიმე სამაგრზე რომელსაც აყვება ლიანასავით. ველურ ბუნებაში ის საკუთარ თავზე ცოცდება ტოტების გადახლართვის გზით და ამგვარად სანაპიროზე აყალიბებს პატარა ბალიშებს.

ახალ-ზელანდიელი აბორიგენები მას პოჰუეჰუე-ს, დასავლეთში კი მატრასის ხვიარას, მავთულის ხვიარას ან მოსამსახურე-გოგონას თმის ხვიარას ეძახიან. ის ველურ ბუნებაში მრავალი პეპლის თავშესაფარია, ხოლო პატარა ჩანთოსანი ცხოველები – ოპოსუმები ბედნიერად ახრამუნებენ.

მისი სამშობლო ახალი ზელანდიის ოკეანის სანაპიროებია, შესაბამისად ის სწორედ ასეთი ეგზოტიკის მოყვარული პატრონებისთვისაა.