მირონის ხე (გარდენია)

25

არ არის მარაგში

არტიკული: კატეგორია:

გარდენია, იგივე მირონის ხეა, ასე მისი ყვავილის საუცხოო სურნელის გამო ეძახიან, ის ყავის ოჯახის წევრია და მადაგასკარზე, წყნარი ოკეანის კუნძულებსა და ავსტრალიაზე ხარობს.

სახელი ცნობილი, ამერიკელი ბუნებათმცოდნე მეცნიერის დოქტორ ალექსანდრე გარდენი – ს საპატივცემულოდ შეარქვეს.

ისინი ველურად ბუჩქების ან ხეების სახით გვხვდება, ხის ფორმაში ის 15 მეტრსაც იზრდება. ყვავილობს შუა გაზაფხულზე ან შუა ზაფხულში, გამოირჩევა საუცხოო სურნელით. მისი 140 ზე მეტი სახეობაა ცნობილი და აღწერილი.

სახლის გარდენია მჟავიან ნიადაგზე ხარობს, კარგი დრენაჟით და მაღალი ტენიანობით. სახლის პირობებში ის 45 სანტიმეტრზე მეტს არ იზრდება. თუ წყალი ყვავილზე შეეხო – ის ყავისფერ ფერს მიიღებს.

საფრანგეთში გარდენიას მამაკაცები იმაგრებენ საღამოს პიჯაკების გულის ჯიბეზე. ეს ტრადიცია მოგვიანებით ნიუ-იორკშიც მოხვდა.

გარდენია ასევე საყვარელი ყვავილი იყო ზიგმუნდ ფროიდისთვისაც. ხოლო როცა ჰეტი მაკდეინელი პირველი აფრო-ამერიკელი გახდა ვინც ოსკარის ჯილდო მიიღო ფილმისთვის “ქარწაღებულნი” მას სწორედ გარდენია ეკეთა თმებში.