ბენჟამინის ფიკუსი (ბონზაი)

50
არტიკული: კატეგორია:

ბენჟამინის ფიკუსი, ჩვეულებრივ ცნობილი როგორც “მტირალი ლეღვი”, ბენჟამინის ლეღვი, ან უბრალოდ ფიკუსის ხე – აზიიდან და ავსტრალიიდან გახლავთ. ის ბანგკოკის ოფიციალური ხეა. მის მშობლიურ გარემოში ზრდისას ის მოყვავილეა და მის მცირე ნაყოფს ჩიტები სიამოვნებით შეექცევიან.

თუმცა ეს კონკრეტული ნიმუში ბონზაია სპეციალურად გაზრდილი ისე, რომ მიკრო-ხის იმიტაცია შექმნას, ახლა უკვე შეგიძლიათ გყავდეთ საკუთარი დეკორატიული ხე – ფიკუსის ბონზაი.

სხვა ბონზაის ხეებისგან განსხვავებით ფიკუს ბენჟამინა სწრაფად იზრდება და ამიტომ შეგიძლიათ მოირგოთ და ისე დახვეწოთ როგორც გაგიხარდებათ. ფენგ შუი ასწავლის რომ ფიკუს ბონსაის ოჯახში მოაქვს ხვავი და ჯანმრთელობა.

გარდა ამისა ფიკუს ბენჯამინა მშვენიერი ჰაერის მფილტრავია და NASA – ს კვლევის მიხედვით ოთახის ჰაერიდან აქრობს ფორმალდეჰიდს (იგივე ფორმალინს, რომელსაც ლამინატის ავეჯი და იატაკი გამოყოფს) და ქსილენს (დიმეთლბენზოლი).