გვიმრა, ხანდახან ცნობილი როგორც მახვილი გვიმრა ან ბოსტონის გვიმრა, ჩვეულებრივი გვიმრების ერთ-ერთი ნაირსახეობაა, ის როგორც წესი ნახევარი ან სრული მეტრი იზრდება სიგრძეში, ხანდახან მეტრა-ნახევარიც კი.
ის ბუნებრივად იზრდება ტენიან ტყეებში და ჭაობებში, განსაკუთრებით სამხრეთ ამერიკაში, მექსიკაში და სხვ. ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებში.
გვიმრა ძლიერ ყინვებში ისე გამოიყურება თითქოს სრულიად მოკვდა, მაგრამ გაზაფხულზე კვლავ იღვიძებს. ზოგადად უყვარს ტენიანი პირობები ამიტომ მისი პერიოდული დანამვა აუცილებელია.
გვიმრა ერთ-ერთი იმ იშვიათთაგანი სახლის მცენარეთაგანია, რომელიც არ არის ტოქსიკური შინაური ცხოველებისთვის.
მიღებული აქვს დიდი ბრიტანეთის მებაღეობის ჯილდო Award of Garden Merit.
გვიმრამ 1989 წლის NASA – ს კვლევაში აჩვენა რომ შეუძლია ჰაერიდან მოაშოროს ისეთი მავნე ნივთიერებები როგორიცაა ფორმალდეჰიდი (იგივე ფორმალინი, რომელიც გამოიყოფა იატაკის და ავეჯის ლამინატის მასალისგან), ქსილოლი და ტოლუოლი.
ის მშვენიერი მცენარეა ჰაერის ეკოლოგიით დაინტერესებული პატრონისთვის და მეტი კომფორტისთვის – ჩამოსაკიდიც მოყვება.