ჰამედორია (ელეგანსი) ან უფრო სწორი იქნება ჩემედორია, სახელი მოდის ძველი ბერძნულიდან “ხამაი” – მიწაზე და “დორეა” საჩუქარი, რაც ადვილად მისაწვდომ ნაყოფს გულისხმობდა, ანუ მცენარეებს რომლებიც დაბლა იზრდებიან.
ასევე ცნობილი როგორც მისაღები ოთახის პალმა ის ბესტსელერია მსოფლიოს ყველა ინტერიერის გასაფორმებლად, მშობლიური გვატემალას და მექსიკის ტროპიკული ტყეებიდან ეს პალმა ხშირად გამოიყენება როგორც თაიგულების გაფორმება მისი ლამაზი ფოთლების გამო. ჰამედორიას ფოთლებს “შატაი” – ს ეძახიან.
ბუნებრივ პირობებში 2 მეტრზე მაღალი იზრდება, მაგრამ როგორც სახლის ბინადარი უფრო პოპულარულია, ქოთანში ის 1 მეტრამდე იზრდება.
მოგებული აქვს დიდი ბრიტანეთის მებაღეობის ჯილდო “Award of Garden Merit” უფრო მეტიც დიდი ბრიტანეთის ვიქტორიანულ ეპოქაში განსაკუთრებულად პოპულარული გახდა, რადგან მცირე სინათლეც ყოფნიდა და იოლად იზრდებოდა ლონდონის შედარებით ჩაბნელებულ ოთახებში, რადგან არაპირდაპირ ან გაბნეულ მზის სხივებს საჭიროებს.
ჰამედორია ცნობილია როგორც ყველაზე კარგი ჰაერის მწმენდავი, მცენარემ NASA – ს კვლევაში ყველაზე უკეთესად გაწმინდა ჰაერი ტოქსინებიდან და ქიმიური ნაერთებიდან.
ბუნებრივია ეს მცენარე მხოლოდ შთაბეჭდილების მომხდენ – ეგზოტიკური გემოვნების მქონე პატრონებს მოსწონთ.